„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“. არგენტინელი 100 მოთამაშისგან შემდგარ სიას ჩაუდგა სათავეში.
მეორე ადგილი დაიკავა „ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა, მესამეზეა მისი თანაგუნდელი სადიო მანე.
მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.
32 წლის მესი მეოთხედ გახდა „გარდიანის“ რჩეული. წელს გამოკითხვაში სარეკორდო რაოდენობის ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა – 239-მა 63 ქვეყნიდან. ეს გამოკითხვა 2012 წლიდან ტარდება.
შეგახსენებთ, რომ წელს მესიმ მეექვსედ მოიპოვა „ოქროს ბურთი“.