„გარდიანი“ - ქართველი ვუნდერკინდის „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავა #1TVSPORT
„გარდიანი“ - ქართველი ვუნდერკინდის „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავა #1TVSPORT

ცნობილმა ინგლისურმა გამოცემა „გარდიანმა“ სტამბოლში გამართული ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა – ავტორმა ჯგუფური ეტაპის პროგნოზები გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ვარაუდი გამოთქვა, რომ „ნაპოლი“ შემდეგ ეტაპზე გავა.

გამოცემის ავტორი დარწმუნებულია, რომ ყველა ინგლისური გუნდი შემდეგ ეტაპზე ითამაშებს და ივარაუდა, რომ „ნაპოლი“ შემდეგ ეტაპზე გავა – ამავე დროს, „ლივერპულს“ იტალიელებთან რთული თამაში უწინასწარმეტყველა. ორივეს მიზეზად კი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მოხვდნენ „აიაქსი“, „ლივერპული“, „ნაპოლი“ და „რეინჯერსი“.

„A ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავლენ „ნაპოლი“ და „ლივერპული“. სპალეტის გუნდს რაც შეეხება – ქართველი ვუნდერკინდის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ყოველთვის რთული გუნდია გასვლითი თამაშის დროს“, – წერს გამოცემა.

 

„გარდიანის“ მიმომხილველის აზრით, ყველაზე მომხიბვლელი C ჯგუფია, სადაც მოხვდნენ „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ინტერი“ და „პლზენი“ – პირველ სამ გუნდს 14 ევროპული ტიტული აქვს მოპოვებული.

„ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, „ბარსა“ შესაძლოა, კვლავ მზად იყოს ელიტასთან კონკურენციისთვის, რადგან რობერტ ლევანდოვსკის, რაფინიას, ფრანკ კესის, ანდრეას კრისტენსენისა და ჟიულ კუნდეს ყოფნით აუხსნელ და ძალიან სარისკო ხარჯებს იღებენ“.