„უეფას“ (UEFA) ყოფილი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება ვებგვერდი nrk.no.
იუჰანსონი „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობას 1990-დან 2007 წლამდე იკავებდა, რის შემდეგაც მან არჩევნები მიშელ პლატინისთან წააგო. იგი ასევე „ფიფას“ (FIFA) ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ და 1998 წელს კენჭს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობაზეც იყრიდა.
იუჰანსონის სახელობისაა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა.