გარდაიცვალა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი როჯერ ჰანტი [ვიდეო] #1TVSPORT
გარდაიცვალა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი როჯერ ჰანტი [ვიდეო] #1TVSPORT

„ლივერპულმა“ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია თავისი ყოფილი ფორვარდის როჯერ ჰანტის გარდაცვალების შესახებ.

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 83 წლის იყო. სიკვდილის მიზეზი არ დასახელებულა.

ჰანტმა კარიერის დიდი ნაწილი „ლივერპულში“ გაატარა. ამ გუნდს 1958 წელს შეუერთდა და 1969 წლამდე ითამაშა, ჩაატარა 492 მატჩი და გაიტანა 285 გოლი. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ „წითლების“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს იან რაშს ჩამორჩება. მის აქტივშია ორი გამარჯვება ინგლისის ჩემპიონატში (1964, 1966)

ჰანტმა ინგლისის ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. მან დიდი წვლილი შეიტანა 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების გამარჯვებაში. მის ანგარიშზე ჯგუფურ ეტაპზე გატანილი სამი გოლი მოდის – ორი საფრანგეთისა და ერთი მექსიკის კარში. ჰანტმა ამ ჩემპიონატზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დატოვე კომენტარი