გარდაიცვალა „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი
„მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა თავისი ყოფილი ფეხბურთელის, გლინ პარდოს გარდაცვალების შესახებ. ის 74 წლის იყო.
პარდო „სიტის“ ისტორიაში იმით არის შესული, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. მისი დებიუტი პირველ გუნდში 1962 წლის აპრილში შედგა, როცა 15 წლისა და 341 დღის იყო.
პარდო 1968 წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა და 1970 წელს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში გოლი გაიტანა.
ნახევარმცველი ტომას დოილი, რომელსაც „სიტიში” დებიუტი 2019 წლის ოქტომბერში ჰქონდა, პარდოს შვილიშვილია.