გარდაიცვალა კალათბურთელი, ვინც NBA-ის ისტორიაში პირველი სამქულიანი ჩააგდო #1TVSPORT
20 იანვარს გარდაიცვალა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა კრის ფორდი.
„ბოსტონ სელტიქსის“ ყოფილი კალათბურთელი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ დაწერა სააგენტო AP-მა. განცხადებაში მითითებული არ არის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი.
კრის ფორდი ცნობილია იმით, რომ NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც პირველი სამქულიანი ჩააგდო. ეს 1979 წლის 12 ოქტომბერს მოხდა.