ჰოლანდიელი ბეისბოლისტი ლოეკ ვან მილი იმ უბედური შემთხვევიდან რვა თვის შემდეგ გარდაიცვალა, რომლის დროსაც თავის ტვინში სისხლჩაქცევასთან ერთად, თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო.
ინციდენტი გასული წლის დეკემბერში, ავსტრალიაში ლაშქრობისას მოხდა – ბეისბოლისტი ქვებზე დაეცა და თავი დაარტყა. ერთი დღე-ღამე უგონოდ ყოფნის შემდეგ, ვან მილი სხვა ტურისტმა აღმოაჩინა და ბეისბოლისტი საავადმყოფოში გადაიყვანა. იქ მას თავის ქალის ტრავმა დაუდგინეს, მაგრამ რამდენიმე დღეში შინ გაუშვეს. იანვარში ვან მილი ბეისბოლს დაუბრუნდა და ავსტრალიურ კლუბ „ბრისბენ ბენდიტსს“ ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობაში დაეხმარა.
ლოეკი ჰოლანდიაში დაბრუნდა და ცოტა ხნის წინ, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამ მომენტისთვის იკვლევენ, ბეისბოლისტის სიკვდილი უკავშირდება თუ არა დეკემბერში მიღებულ ტრავმას.
ჰოლანდიელის სიმაღლე 215 სანტიმეტრია. მიჩნეულია, რომ ის იყო ბეისბოლის ისტორიაში ყველაზე მაღალი პროფესიონალი მოთამაშე.
ვან მილი პიტჩერის პოზიციაზე თამაშობდა. მას არასოდეს ჩაუტარებია მატჩი MLB-ის ლიგაში.