გარდაიცვალა „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი და ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი #1TVSPORT
გარდაიცვალა „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი და ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი #1TVSPORT

„ბარსელონას“ ლეგენდა ჟოზეპ მარია ფუსტე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ფუსტე „ბარსელონას“ შემადგენლობაში 1958-72 წლებში თამაშობდა, გუნდში 406 მატჩი ჩაატარა და 117 გოლი გაიტანა. კლუბში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში მან სამჯერ მოიგო ესპანეთის თასი და ორჯერ გახდა უეფა-ს თასის მფლობელი. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მან 1964 წელს ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

1972 წელს „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ ფუსტემ ერთი სეზონი „ჰერკულესში“ გაატარა და 1973 წელს კარიერა დაასრულა.