განზე არც ფეხბურთის მეფე დარჩა - სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს #1TVSPORT
ლეგენდარული ბრაზილიელი, ფეხბურთის მეფედ შერაცხული პელე უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ფართომასშტაბიან შეჭრას გამოეხმაურა.
„წლები გადის, მაგრამ ჩემი ბავშვობიდან ცოტა რამ შეიცვალა. ტრაგედიებიდან, რაც უკვე გადავიტანეთ, უნდა გვესწავლა, უფრო მშვიდობიანი სამყარო როგორ აგვეშენებინა. მე მაქვს იმედი და რწმენა ღმერთის, მაგრამ გული მწყდება კიდევ ერთი ახალი ომის დაწყების გამო. გამოვხატავ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ვლოცულობ, ღმერთს ვთხოვ, მშვიდობამ, თავისუფლებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს“, – წერს ლეგენდარული ბრაზილიელი.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და სარაკეტო დარტყმები მიაყენა ქვეყნის ბევრ ქალაქს, მათ შორის კიევს. მომხდარზე სპორტულ და საფეხბურთო სამყაროს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გააჩნია.