განსხვავებული შეხედულება მარადიშვილზე - „ლოკომოტივის“ ექსპრეზიდენტი ტრანსფერს უაზრობად მიიჩნევს, სენიკოვს კი ქართველი მოსწონს #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ ექსპრეზიდენტმა, ოლგა სმოროდსკაიამ გააკრიტიკა კლუბის სატრანსფერო კამპანია ტომას ცორნისა და რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით. მისი თქმით, მიზეზი „დაუფიქრებელი“ ტრანსფერებია და ამ კონტექსტში მოსკოვის ცსკა-დან კონსტანტინე მარადიშვილი ახსენა.
„ეს იყო აბსოლუტურად დაუფიქრებელი ტრანსფერები! მე არ ვუჭერ მხარს ამდენი მოთამაშის მოსვლას. რანგნიკსა და ზორნს წარმატებების ვუსურვებ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი ტრანსფერები ეფექტური იყოს. მათ გიჟური ფული დახარჯეს ცსკა-დან ახალგაზრდა ბიჭის გადმოყვანაზე! სიუჟეტის დასასრული იქნება ფინანსური ფეიარ-პლეის სანქციები“, – თქვა სმოროდსკაიამ.
საქმე ისაა, რომ „ლოკომოტივმა“ მოსკოვის ცსკა-დან კონსტანტინე მარადიშვილი 7 მილიონ ევროდ გადაიყვანა, რაც რუსული კლუბისთვის ზედმეტი და გაბერილი თანხაა.
თუმცა, „ლოკომოტივის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დიმიტრი სენიკოვმა ახალწვეულებიდან სწორედ წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი გამოარჩია: „უკვე შემიძლია აღვნიშნო მარადიშვილი. ის გუნდის ნაწილი სწრაფად გახდა და ამავე დროს, სასარგებლოცაა“.
შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივის“ ახალწვეულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა და „ჯვაროსნებში“ თამაში შესთავაზა, მაგრამ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი კონსტანტინე მარადიშვილი ამ წინადადებაზე ჯერ თავს იკავებს.