განაში ფეხბურთის ფედერაცია დაითხოვეს
განაში ფეხბურთის ფედერაცია დაითხოვეს

განას მთავრობამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია დაითხოვა, – წერს ვებგვერდი Alarabiya.net. მიზეზი გახდა დოკუმენტური ფილმი კორუფციის შესახებ, რომელიც ჟურნალისტმა არემეიაუ ანასმა გადაიღო.

ფილმის სახელწოდებაა – “როცა სიხარბე და კორუფცია ნორმა გახდა” და მასში მოყვანილია ფაქტები, თუ როგორ იღებენ განას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ქრთამს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კვესი ნიანტაკის ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ფედერაციამ გამოუშვა პრესრელიზი, რომელშიც გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობას დებს.