„ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისელები განახლებული გუნდით ვერაფერს გახდნენ და მატჩი დათმეს.
ცხრა მოთამაშის წასვლის შემდეგ, ეს „ტორპედოს“ პირველი თამაში იყო და გამოჩნდება, რომ კახა ჩხეტიანის გუნდს ევროპის ლიგაზე ძალიან გაუჭირდება.
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 21-ე ტურის პირველი შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძლებს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ ისარგებლეს, ხოლო „ლოკომოტივის“ მოთამაშეებმა ამ შანსით მშვენივრად ისარგებლეს – 71-ე წუთზე ანგარიში ლაშა გვალიამ გახსნა, ხოლო 86-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ თავისი მეათე გოლით საბოლოო ანგარიში თბილისელთა სასარგებლოდ დააფიქსირა – 0:2.