გამოვიდა დოკუმენტური სერიალის - „ნეიმარი: იდეალური ქაოსის“ ტრეილერი - პრემიერა 25 იანვარს შედგება [ვიდეო] #1TVSPORT
გამოვიდა დოკუმენტური სერიალის - „ნეიმარი: იდეალური ქაოსის“ ტრეილერი - პრემიერა 25 იანვარს შედგება [ვიდეო] #1TVSPORT

Netflix-მს გამოუშვა სამსერიანი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი. სერიალის სახელწოდებაა – „ნეიმარი: იდეალური ქაოსი“. სტრიმინგ-პლატფორმაზე ფილმის ხილვა 25 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

„ნეიმარი: იდეალური ქაოსი“ გადაიღო რეჟისორმა შარლ როდრიგესმა. ფილმში შესულია ინტერვიუები დევიდ ბექჰემთან, ლიონელ მესისთან, კილიან მბაპესთან და სხვა ლეგენდებთან, რომლებიც ყვებიან ნეიმარის ადგილზე ფეხბურთისა და სპორტის ისტორიაში.

„ნეიმარი გმირია მინდორზე და წინააღმდეგობრივი ფიგურა მოედნის ფარგლებს გარეთ. ეს დოკუმენტური სერიალი ძალიან ახლოდან გაგვაცნობს ფეხბურთის ვარსკვლავს. აქ გვიყვებიან „სანტოსში“ დიდებისკენ მიმავალ გზაზე, ტრიუმფალურ დღეებზე „ბარსელონაში“, აგრეთვე აღზევებებსა და დაცემებზე ბრაზილიის ნაკრებთან და „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად“, – წერია Netflix-ის განმარტებაში, რომელიც თან ერთვის ტრეილერს.