გამოუყენებელი შანსების თამაში - ახალგაზრდული ნაკრები სლოვენიას დაუზავდა
გამოუყენებელი შანსების თამაში - ახალგაზრდული ნაკრები სლოვენიას დაუზავდა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვენიასთან ამხანაგურად ითამაშა და ფრეს დასჯერდა – 1:1.

ევროშესარჩევი ციკლის მზადების ფარგლებში გია ცეცაძის გუნდისთვის ეს ბოლო სამ დღეში მეორე ამხანაგური მატჩი იყო. პირველი გუნდმა საბერძნეთთან, ანგარიშით 0:3 წააგო.

ამჯერად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მხოლოდ ერთით ისარგებლა: ანგარიში 32-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. სლოვენიელებმა ორი რეალური მომენტი შექმნეს, 63-ე წუთზე კი ანგარიში ჰარის კადრიჩის გოლით გაათანაბრეს 1:1.

ბოლო წუთებზე საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს მოგების რეალური შანსი ჰქონდა – გუნდმა ოთხი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ირაკლი ბუღრიძემ და ლუკა სილაგაძემ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს და თამაში ფრედ – 1:1 დასრულდა.

სლოვენია U21 – საქართველო U21 1:1

გოლები: 0:1 ლოჩოშვილი (32), 1:1 კადრიჩი (63)

საქართველო U21: ბულისკერია, ფაცაცია, ლოჩოშვილი, კობოური, მალი, ნინუა, კუცია, ლაკვეხელიანი, არაბიძე, კოხრეიძე, სპანდერაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ძებნიაური, ქოჩორაშვილი, ნებიერიძე, დავითაშვილი, ბუღრიძე, სილაგაძე, სამურკასოვი.