გამოქვეყნდა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი
გამოქვეყნდა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი

ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი.

პირველ ადგილზე გავიდა სენეგალელი ალი დიას ტრანსფერი „საუთჰემპტონში“ 1996 წელს. კლუბის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ გრემ სუნესს დაურეკა მამაკაცმა, რომელმაც ჟორჟ ვეად წარუდგინა თავი. მან მწვრთნელს ურჩია ფორვარდი, რომელიც ცოტა ხნის წინ მასთან ერთად „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა, ასევე ორი გოლი გაიტანა სენეგალის ნაკრებში. მოგვიანებით გაირკვა, რომ დიას მხოლოდ სამოყვარულო ლიგაში ჰქონდა ნათამაშევი.

საინტერესო რეიტინგის ტოპ-ათეული:

1. ალი დია (ბლაიტ სპარტანსი-საუთჰემპტონი, 1996 წელი)
2. დანიელ დრინკუოტერი (ლესტერი-ჩელსი, 2017)
3. რიკარდო ალვარესი (ინტერი-სანდერლენდი, 2015)
4. ბოშკო ბალაბანი (დინამო ზაგრები-ასტონ ვილა, 2001)
5. ადრიან მუტუ (პარმა-ჩელსი, 2003)
6. პაბლო ოსვალდო (რომა-საუთჰემპტონი, 2013)
7. ანდრეი შევჩენკო (მილანი-ჩელსი, 2006)
8. ტომას ბროლინი (პარმა-ლიდსი, 1995)
9. ვინსტონ ბოგარდი (ბარსელონა-ჩელსი, 2000)
10. მარიო ბალოტელი (მილანი-ლივერპული, 2014).

TOP50-ში მოხვდნენ: ალექსის სანჩესი (არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი, 2018), სერგეი რებროვი (დინამო კიევი-ტოტენჰემი, 2000), ოუენ ჰარგრივზი (ბაიერნი-მანჩესტერ იუნაიტედი, 2007 ), მაიკლ ოუენი (რეალი-ნიუკასლი, 2005), ხუან სებასტიან ვერონი (ლაციო-მანჩესტერ იუნაიტედი, 2001), ფერნანდო ტორესი (ლივერპული-ჩელსი, 2011), ანხელ დი მარია (რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი, 2014) და სხვები.