გამოქვეყნდა ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი-ოფის ახალი ფორმატი
გამოქვეყნდა ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი-ოფის ახალი ფორმატი

ტელეკომპანია „ტი-ეს-ენ“-მა (TSN) გამოაქვეყნა ჰოკეის ეროვნული ლიგის 24-გუნდიანი პლეი-ოფის ჩატარების წინასწარი ფორმატი.

წყაროს ცნობით, პლეი-ოფში თითო კონფერენციიდან 12-12 გუნდი მოხვდება. თითოეული კონფერენციიდან ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში სამ მატჩ ითამაშებს წრიული სისტემის ფორმატში. ეს მატჩები საშუალებას მისცემს გუნდებს, შეცვალონ პლეი-ოფში განთესვის ნომერი. წრიული ტურნირის პარალელურად, დანარჩენი გუნდები ჩაატარებენ სერიებს სამ მოგებამდე. ამ წყვილებში გამარჯვებულები მოხვდებიან პლეი-ოფის პირველ რაუნდში პირველ ოთხ ნომრად განთესილ გუნდებთან. ამის შემდეგ, სტენლის თასის გათამაშება ჩვეულებრივი ფორმატით გაგრძელდება.