გამოქვეყნდა ფორმულა 1-ის კალენდარი მომავალი სეზონისთვის - 2023 წელს სარეკორდო 24 რბოლა გაიმართება #1TVSPORT
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დაამტკიცა ფორმულა 1-ის 2023 წლის კალენდარი.
მომავალ სეზონში გაიმართება 24 ეტაპი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ფორმულა 1-ის ისტორიაში. კალენდარში დაბრუნდა ჩინეთისა და ყატარის რბოლები, გარდა ამისა, მომავალ წელს დებიუტი ექნება მესამე ამერიკულ ეტაპს – ლას ვეგასის გრანპრის.
ფორმულა 1-ის კალენდარი 2023 წელს:
- ბაჰრეინის გრანპრი – 5 მარტი
- საუდის არაბეთის გრანპრი – 19 მარტი
- ავსტრალიის გრანპრი – 2 აპრილი
- ჩინეთის გრანპრი – 16 აპრილი
- აზერბაიჯანის გრანპრი – 30 აპრილი
- მაიამის გრანპრი – 7 მაისი
- ემილია-რომანის გრანპრი – 21 მაისი
- მონაკოს გრანპრი – 28 მაისი
- ესპანეთის გრანპრი – 6 ივნისი
- კანადის გრანპრი – 18 ივნისი
- ავსტრიის გრანპრი – 2 ივლისი
- ბრიტანეთის გრანპრი – 9 ივლისი
- უნგრეთის გრანპრი – 23 ივლისი
- ბელგიის გრანპრი – 30 ივლისი
- ნიდერლანდების გრანპრი – 27 აგვისტო
- იტალიის გრანპრი – 3 სექტემბერი
- სინგაპურის გრანპრი – 17 სექტემბერი
- იაპონისს გრანპრი – 24 სექტემბერი
- ყატარის გრანპრი – 8 ოქტომბერი
- აშშ-ის გრანპრი – 22 ოქტომბერი
- მექსიკის გრანპრი – 29 ოქტომბერი
- ბრაზილიის გრანპრი – 5 ნოემბერი
- ლას ვეგასის გრანპრი – 18 ნოემბერი
24. აბუ დაბის გრანპრი – 26 ნოემბერი