გამოცხადდა ბუნდესლიგის სიმბოლური ნაკრები #1TVSPORT
გამოცხადდა ბუნდესლიგის სიმბოლური ნაკრები #1TVSPORT

ბუნდესლიგის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ტურნირის სიმბოლური ნაკრები 2022-23 წლების სეზონისთვის.

გუნდში, რომელიც გულშემატკივართა ხმის მიცემით აირჩიეს, ოთხი ფეხბურთელი მოხვდა „დორტმუნდიდან“, სამი – „ბაიერნიდან“, ორი – „ლევერკუზენიდან“ და თითო – „ვერდერიდან“ და „აინტრახტიდან“.

მეკარე – გრეგორ კობელი (დორტმუნდი).

მცველები – ალფონსო დევისი (ბაიერნი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), მატეის დე ლიგტი (ბაიერნი), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი).

ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი).

ფორვარდები – რანდალ კოლო მუანი (აინტრახტი), ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი).