გამოცხადდა 55 პრეტენდენტი, რომელთაგანაც წლის სიმბოლურ ნაკრებს შეადგენენ

09:22, 06.09.2019

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა 55 ფეხბურთელი, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2019 წელს, FIFPro-ის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად.

FIFPro-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, სიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ინგლისის პრემიერლიგას – 21 ფეხბურთელი. ბოლო ცხრა წელიწადში პირველი ადგილი ჰქონდა ლა ლიგას, რომელსაც, ამჟამად, 20 ფეხბურთელი ჰყავს წარმოდგენილი.

ხმის მიცემაში მონაწილეობას იღებდა 23 ათასი პროფესიონალი ფეხბურთელი. თითოეული ირჩევდა ერთ მეკარეს, ოთხ მცველს, სამ ნახევარმცველსა და სამ ფორვარდს. წლის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობას გამოაცხადებე 23 სექტემბერს, მილანის “ლა სკალას” თეატრში ფიფას ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.

მეკარეები (5) – ალისონი (ბრაზილია, “ლივერპული”), დავიდ დე ხეა (ესპანეთი, “მანჩესტერ იუნაიტედი”), ედერსონი (ბრაზილია, “მანჩესტერ სიტი”), იან ობლაკი (სლოვენია, “ატლეტიკო”), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (გერმანია, “ბარსელონა”).

მცველები (20) – ჟორდი ალბა (ესპანეთი, “ბარსელონა”), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ინგლისი, “ლივერპული”), დანი ალვეში (ბრაზილია, პსჟ/”სან პაულუ”), ჟოაო კანსელო (პორტუგალია, “იუვენტუსი”/”მანჩესტერ სიტი”), დანიელ კარვახალი (ესპანეთი, “რეალი”), ჯორჯო კიელინი (იტალია, “იუვენტუსი”), ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდია, “ლივერპული”), დიეგო გოდინი (ურუგვაი, “ატლეტიკო”/”ინტერი”), ჯოშუა კიმიხი (გერმანია, “ბაიერნი”), კალიდუ კულიბალი (სენეგალი, “ნაპოლი”), ემერიკ ლაპორტი (საფრანგეთი, “მანჩესტერ სიტი”), მატეის დე ლიგტი (ჰოლანდია, “აიაქსი”/”იუვენტუსი”), ჟერარ პიკე (ესპანეთი, “ბარსელონა”), სერხიო რამოსი (ესპანეთი, “რეალი”), ენდრიუ რობერტსონი (შოტლანდია, “ლივერპული”), ალექს სანდრო (ბრაზილია, “იუვენტუსი”), ტიაგო სილვა (ბრაზილია, პსჟ), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი, “რეალი”), მარსელო (ბრაზილია, “რეალი”), კაილ უოკერი (ინგლისი, “მანჩესტერ სიტი”).

ნახევარმცველები (15) – სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი, “ბარსელონა”), კაზემირო (ბრაზილია, “რეალი”), კევინ დე ბრუინი (ბელგია, “მანჩესტერ სიტი”), კრისტიან ერიქსენი (დანია, “ტოტენჰემი”), ფრენკი დე იონგი (ჰოლანდია, “აიაქსი”/”ბარსელონა”), ედენ აზარი (ბელგია, “ჩელსი”/”რეალი”), ნ’გოლო კანტე (საფრანგეთი, “ჩელსი”), ტონი კროოსი (გერმანია, “რეალი”), არტური (ბრაზილია, “ბარსელონა”), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, “რეალი”), პოლ პოგბა (საფრანგეთი, “მანჩესტერ იუნაიტედი”), ივან რაკიტიჩი (ხორვატია, “ბარსელონა”), ბერნარდო სილვა (პორტუგალია, “მანჩესტერ სიტი”), დუშან ტადიჩი (სერბეთი, “აიაქსი”), არტურო ვიდალი (ჩილე, “ბარსელონა”).

ფორვარდები (15) – სერხიო აგუერო (არგენტინა, “მანჩესტერ სიტი”), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, “რეალი”), რობერტო ფირმინო (ბრაზილია, “ლივერპული”), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი, “ატლეტიკო”/ “ბარსელონა”), ჰარი კეინი (ინგლისი, “ტოტენჰემი”), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, “ბაიერნი”), სადიო მანე (სენეგალი, “ლივერპული”), კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ), ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”), ნეიმარი (ბრაზილია, პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, “იუვენტუსი”), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, “ლივერპული”), ჰეონ-მინ სონი (სამხრეთ კორეა, “ტოტენჰემი”), რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი, “მანჩესტერ სიტი”), ლუის სუარესი (ურუგვაი, “ბარსელონა”).

მსგავსი