გამოცემა sports.kz - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გამოცემა sports.kz - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
 ყაზახეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ ცნობილია – ინფორმაციას მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ყაზახური გამოცემა “sports.kz” ავრცელებს.

“sports.kz”-ის ცნობით, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა უკვე შეარჩია 11 მოთამაშე და უეფას ლიგის ერთა ლიგაზე საქართველოს წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობა ითამაშებს:

ყაზახეთი: დმიტრო ნეპოგოდოვი – აბზალ ბეისებეკოვი, სერგეი მალიი, იური ლოგვინვენკო, გაფურჟან სუიუმბაევი, მაქსიმ ფედინი, სერიკჟან მუჟიკოვი, ისლემბეკ კუატი, ბაკტიარ ზაიუნტდინოვი, რომან მურთაზაევი, ალექსეი შეტკინი;

სათადარიგოები: ვლადიმერ პლატონიკოვი, მარსელ ისლემკულოვი, დიმიტრი მიროშნიჩენკო, ალექსანდრე მაროჩკინი, ტემირლან ერლანოვი, დუმან ნადზილდაევი, იური პერცუხი, ორალხან ომირტაევი, ბაიუჟან ტურსიბეკი.

რამდენად მართალია ეს შემადგენლობა და არის თუ არ მეტოქის დასაბნევად გავრცელებული დეზინფორმაცია, სულ რაღაც ექვს საათში გავიგებთ. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე საქართველო-ყაზახეთის მატჩი დღეს, 19 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო-არენაზე” გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.