გამოცემა „სპორტ24“ - „ლოკომოტივს“ მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს, თამაში საქართველოში ჩატარდება
ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ დაპირისპირებას რუსული გამოცემა „სპორტ24“ გამოეხმაურა.
„მოსკოველები მადლობას უხდიან „ზენიტს” ევროპა ლიგაში მონაწილეობისთვის. ეს სერგეი სემაკის გუნდის რუსეთის თასზე გამარჯვების შედეგია, „დინამო“ ევროტურნირზე მეექვსე ადგილიდან რომ მოხვდა. პირველი მეტოქე მეტია, ვიდრე ნორმალური და გუნდმა უნდა გაიაროს,“ – წერს გამოცემა.
„სპორტ24“ თბილისის „ლოკომოტივს“ ახასიათებს: „გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა. „ლოკომოტივში“ ვარსკვლავები არ არიან. მარტო „დინამოს“ თავდამსხმელი მაქსიმილიან ფილიპე ხუთჯერ ძვირია, ვიდრე „ლოკომოტივის“ მთელი გუნდი. ზოგადად, ლურჯ-თეთრების მეტოქეებს მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვთ – თამაში საქართველოში ჩატარდება. ამ სცენარითაც კი ძნელი წარმოსადგენია, რომ „დინამო“ ევროპის თასზე გამოსვლას ამ ეტაპზე დაასრულებს“.
შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი 17 სექტემბერს „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება.