გამოცემა „სპორტ ტაიმი“ - „აპოელის“ მწვრთნელის ყველაზე დიდი კითხვა აეკ-თან შეხვედრამდე ქვილითაიას მდგომარეობაა #1TVSPORT
გამოცემა „სპორტ ტაიმი“ - „აპოელის“ მწვრთნელის ყველაზე დიდი კითხვა აეკ-თან შეხვედრამდე ქვილითაიას მდგომარეობაა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, 1 მაისს „აპოელი“ ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლებს. 28 ტურის შემდეგ „აპოელი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება „აპოლონს“ და სეზონის დასრულებამდე სულ ორი ტურით ადრე ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს.

გამოცემა „სპორტ ტაიმის“ ცნობით, გიორგი ქვილითაია თავს უკეთ გრძნობს და გამორიცხული არაა, რომ აეკ-თან პრინციპულ შეხვედრაში „აპოელს“ დაეხმაროს.

„გუნდის მწვრთნელის, სოფრონის ავგუსტისისთვის ყველაზე დიდი კითხვა აეკ-თან შეხვედრამდე გიორგი ქვილითაიას მდგომარეობაა. ლურჯ-ყვითელთა საუკეთესო ბომბარდირმა ინდივიდუალური სირბილი (თუნდაც მაღალი ინტენსივობით) დიდი უხერხულობის გარეშე დაიწყო და თუ ყველაფერი კარგად იქნება, რამდენიმე დღეში ბურთთან ვარჯიშს ეცდება. ამაზე იქნება დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი თავდამსხმელი აეკ-თან საშინაო მატჩს, თუ მისი დაბრუნება დაემთხვევა „აპოლონთან“ ბოლო ტურის საჩემპიონო შეხვედრას. არსებობს ყველა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ სოფრონის ავგუსტისი გადამწყვეტ თამაშში დამატებით „იარაღს“ მიიღებს“, – წერს გამოცემა.