გამოცემა soccernews-ი - ჯონ ვან'ტ სხიპი „აიაქსში“ ცვლილებებს შეიტანს, მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმედოვნებს #1TVSPORT
გამოცემა soccernews-ი - ჯონ ვან'ტ სხიპი „აიაქსში“ ცვლილებებს შეიტანს, მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმედოვნებს #1TVSPORT

ჯონ ვან’ტ სხიპი „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას 2 ნოემბერს, „იოჰან კრუიფ არენაზე“ „ვოლენდამის“ წინააღმდეგ ერედივიზიის მატჩით დაიწყებს.

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდი ამჟამად უჩვეულო პოზიციაზეა – ამსტერდამელებს არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი ჰქონდათ და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ.

„აიაქსს“ ორი შეხვედრა გამოტოვებული აქვს და ერთ-ერთ მათგანს 2 ნოემბერს უშუალო კონკურენტის, „ვოლენდამის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მას მხოლოდ ორი ქულით ასწრებს და მე-16 ადგილზეა.

გამოცემა soccernews-მა მატჩის წინ პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც ავტორი ვარაუდობს, რომ ამსტერდამელთა ახალი მთავარი მწვრთნელი შემადგენლობას შეცვლის.

„სადებიუტო თამაშში ჯონ ვან’ტ სხიპი, სავარაუდოდ, შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯაკოვ მედიჩი, ბენჯამინ ტაჰიროვიჩი, სილვანო ვოსი, გიორგი მიქაუტაძე და ჩუბა აკპომი, იმედოვნებენ, რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებენ“, – ვარაუდობს გამოცემა soccernews-ი.

ერედივიზიის მესამე ტურის გამოტოვებული შეხვედრა „აიაქსსა“ და „ვოლენდამს“ შორის 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.