გამოცემა Kurier-ი - ვენის „რაპიდი“ ტიერი გეილის 700 000 ევროდ შეიძენს #1TVSPORT
ვენის „რაპიდი“ ტიერი გეილის ტრანსფერში გორის „დილას“ 700 000 ევროს გადაუხდის, – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Kurier-ი ავრცელებს.
ეს ყველაზე დიდი ტრანსფერი იქნება ქართული კლუბისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ბარბადოსელი გარემარბი ახლა შეუეთრთდება გუნდს და, სავარაუდოდ, კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
„დღეს ვენაში ტიერი გეილის ჩამოსვლას ელიან. ბარბადოსელისთვის დედაქალაქური კლუბი 700 000 ევროს გადაიხდის, ხოლო კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება.
ტიერი გეილის შესახებ skysportaustria-თან „რაპიდის“ სპორტულმა დირექტორმა, მარკუს კაცერმა ისაუბრა.
„ქართული კლუბის, გორის „დილას“ მარცხენა ფლანგის შემტევს, ტიერი გეილის ვაკვირდებოდით. ის ძალიან საინტერესო მოთამაშეა“, – განაცხადა კაცერმა.