გამოცემა Irish Mirror-ი - ირლანდიის ნაკრების მწვრთნელად სანიოლის წარდგენა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გასვლამ შეაფერხა #1TVSPORT
ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე შეარჩია და ის ვილი სანიოლია, – ინფორმაციას Irish Mirror-ი ავრცელებს.
„ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის სპორტულ დირექტორს, მარკ კენჰემს ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა აპრილის დასაწყისში უნდა გაემხილა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ირლანდიის ნაკრების ვარსკვლავები დარწმუნებულნი არიან, რომ ვილი სანიოლი არის ის კაცი, რომელიც ასოციაციამ სტივენ კენის შემცვლელად იპოვა, თუმცა საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლამ ასოციაციის გეგმები შეცვალა.
FAI-ს ფეხბურთის დირექტორს ამ საკითხზე მედია ბრიფინგი ოთხშაბათს უნდა გაემართა, თუმცა ახლა გავრცელდა ვარაუდი, რომ მომავალი მწვრთნელის გამოცხადება ზაფხულამდე გადაიდო. ეს სანიოლს მისცემს შესაძლებლობას, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანოს ირლანდიაში მუშაობის დაწყებამდე.
ირლანდიის ნაკრებს გუსტავო პოიეტის სახელსაც უკავშირებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე დარჩება და ახალ კონტრაქტს გააფორმებს“, – წერს ირლანდიური გამოცემა.