გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ჯოვანი დი ლორენცო მზადაა, „ნაპოლი“ ზაფხულში დატოვოს #1TVSPORT
იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო მზადაა, ზაფხულში იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგები დატოვოს.
30 წლის იტალიელი მცველის შეძენით ბირმინგემის „ასტონ ვილაა“ დაინტერესებული. გუნდის მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის ძალიან სურს, დი ლორენცო საკუთარი დაცვის მარჯვენა ფლანგზე იხილოს.
ჯოვანი დი ლორენცო „ნაპოლის“ ფეხბურთელი 2019 წელს გახდა, ის ნეაპოლელთა რიგებში „ემპოლიდან“ გადავიდა. იგი იმ გუნდის კაპიტანი იყო, რომელმაც 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოიპოვა.
დი ლორენცოს გარდა, მოსალოდნელია, რომ „ნაპოლის“ მომავალ ზაფხულს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის ვიქტორ ოსიმენი.