გამოცემა Goal-მა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
გამოცემა Goal-მა ევროპის ჩემპიონატზე გასულ საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ავტორი წარსულის შესახებაც წერს და ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის გუნდის სავარაუდო შემადგენლობასაც მიმოიხილავს.
„საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვა.
საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ბევრ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს საქართველოს ნაკრების პირველი გამოჩენა იქნება ევრო ფორუმზე. „ჯვაროსნებს“ ევრო 2020-ზეც შეეძლოთ მოხვედრა, თუმცა პლეი ოფის ფინალში დამარცხდნენ.
„საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა. ვინ იქნება ვილი სანიოლის შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე?
მეკარე
„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი პირველი არჩევანია, თუმცა გიორგი ლორიას ეროვნული გუნდის რიგებში ბევრად მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. შანსი „ყარაბაღის“ კარის დარაჯს, ლუკა გუგეშაშვილსაც ექნება.
მცველები
მარჯვენა მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძის კონკურენტი გიორგი გოჩოლეიშვილია, მაგრამ სამკაციან დაცვით სქემაში სანიოლი უფრო ხშირად კაკაბაძეს იყენებს.
დაცვის ცენტრში, გურამ კაშიასთან ერთად, საბა კვირკველია და ლაშა დვალი თამაშობდნენ.
სანიოლი ნახევარმცველებსაც იშვიათად ცვლიდა. თითქმის ყველა პოზიციაზე უწევდა თამაში ზურიკო დავითაშვილს, ხშირად თამაშობდნენ გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი და ოთარ კიტეიშვილი.
ლევან შენგელია მარცხენა მცველის როლში გვევლინებოდა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილი გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ეხმარებოდა.
თავდამსხმელები
გუნდის ლიდერი „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ, გუნდს ასევე ეხმარებოდა აპოელ-ის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია.
სავარაუდო შემადგენლობა:
საქართველო (5-3-2): მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, შენგელია, ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია.