გამოცემა French Football Weekly - კვარაცხელია „ბარსელონაში“ არ გადავა, ეს ინფორმაცია „ნაპოლიზე“ ბერკეტის მოსაპოვებლად გავრცელდა #1TVSPORT
მარცხენა ფლანგი ერთ-ერთი მთავარი პოზიციაა, რომლის გაძლიერებაც „ბარსელონას“ ზაფხულში სურს, მაგრამ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესს უარყოფს – ინფორმაციას გამოცემა French Football Weekly ავრცელებს.
„ბოლო დროს „ბარსაში“ მარცხენა ფლანგზე რაფინია თამაშობდა, სადაც მას პერიოდულად ჟოაო ფელიქსი და ფერან ტორესი ცვლიდნენ. კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბია. მისი წარმომადგენლები ამჟამად „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. „ბარსელონაში“ მიიჩნევენ, რომ კვარაცხელიასადმი მათ ინტერესზე გავრცელებული ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის აგენტმა „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებში ზემოქმედების მოსახდენად გამოიყენა.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ბარსელონა“ ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერს არ განიხილავს – თუ გავითვალისწინებთ, რომ კატალონიურ კლუბს ფინანსური სირთულეები აქვს, ასეთი ძვირად ღირებული გარიგება ნაკლებად სავარაუდოა“, – ამტკიცებს გამოცემა French Football Weekly.