გამოცემა FourFourTwo-ს მიხედვით, 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა #1TVSPORT
პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი დაასახელა.
მეორე ადგილზე „ალ-ნასრის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ანდრეს ინიესტამ დაიკავა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ემირეითსში“ თამაშობს.
სულ სიაში 100 ფეხბურთელი მოხვდა, საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
1 . ლიონელ მესი (არგენტინა)
2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
3. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
4. ჩავი ერნანდესი (ესპანეთი)
5. რონალდინიო (ბრაზილია)
6. ტიერი ანრი (საფრანგეთი)
7. მანუელ ნოიერი (გერმანია)
8. კაკა (ბრაზილია)
9. ლუის სუარესი (ურუგვაი)
10. კარიმ ბენზემა (საფრანგეთი)
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში ლიონელ მესიმ თავის კარიერაში მერვე „ოქროს ბურთი“ მოიგო.