გამოცემა „ეკიპი“ - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლას დათანხმდა, მაგრამ პარიზელები „ნაპოლის“ ვერ შეუთანხმდნენ #1TVSPORT
ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში თამაშზე თანხმობა განაცხადა, „ნაპოლი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.
ფრანგული გამოცემა წერს, რომ „ნაპოლი“ ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, მაგრამ ჯერ სიახლე არაა.
„ამასობაში „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა პარიზული კლუბისგან შეთავაზება მიიღო. პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს, ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელების შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. პარიზული კლუბის მესვეურები ახლა აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებას ცდილობენ – ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს ეწურება.
ნეაპოლიტანური კლუბი კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს, ქართველი თავდამსხმელი ერთ-ერთია მათ შორის, ვისთანაც „ნაპოლის“ ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს თანამშრომლობა სურს“, – წერს ეკიპი.