გამოცემა „ეკიპა“ - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის წინა ეტაპიდან სწორი დასკვნები გამოიტანა #1TVSPORT
ჩრდილომაკედონიური გამოცემა „ეკიპა“ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა და ოთხი წლის წინანდელი ფინალიც გაიხსენა, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს სძლია და ევრო 2020-ზე გავიდა.
„საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა. ქართველებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ოთხი წლის წინანდელი შეცდომა აღარ გაიმეორეს და ახლა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხეს.
საქართველოსთვის დიდი დაბრკოლება იყო ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა, რომელმაც მოედანი დამატებით დროში დატოვა. პენალტები ქართველებმა უკეთ შეასრულეს.
ოთხი წლის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალის დროს სტადიონი ცარიელი იყო, ახლა კი „დინამო არენა“ ბოლომდე გაივსო.
ფინალური სასტვენის შემდეგ ზეიმი დაიწყო. გულშემატკივრები მოედანზე შევიდნენ, ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საფეხბურთო წარმატება რომ აღენიშნათ,“ – წერს გამოცემა „ეკიპა“.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში სლოვაკეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.