პორტალმა „პროფუთბოლ-დი-ბი”-მ (ProFootballDB) წარმოადგინა ვრცელი ანგარიში ევროპის ტოპ ხუთი ქვეყნების ჩემპიონატების დონეზე. კვლევისთვის გამოყენებული იყო ELO-ს ინდექსი, რომელიც მთელ რიგ მაჩვენებლებს ითვალისწინებს. ეს ინდექსი ყოველწლიურად ნახლდება მონაცემთა ბაზის მეშვეობით.
როგორც ირკვევა, ევროპაში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია – ინგლისის პრემიერლიგა 71.7 მაჩვენებლით. ესპანური ლა ლიგა (69.74) მეორე ადგილზეა, იტალიის სერია A-ს საშუალო მაჩვენებელია 67.84. შემდეგ მოდიან საფრანგეთი (67.30) და გერმანია (66.32).
90-ზე მაღალი ELO-ს ინდექსი 18 ფეხბურთელს აქვს და აქედან შვიდი პრემიერლიგაში თამაშობს – ჰარი კეინი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ბრუნო ფერნანდეში, რაულ ხიმენესი, ალისონი, მოჰამედ სალაჰი და ვირჯილ ვან დეიკი.
ლა ლიგაში ოთხი ასეთი ფეხბურთელია – ლუის სუარესი, ლიონელ მესი, სერხიო რამოსი და ქარიმ ბენზემა, სერია A-ში სამი – კრიშტიანო რონალდო, ჩირო იმობილე და რომელუ ლუკაკუ, ლიგა 1-ში – ნეიმარი და კილიან მბაპე, ბუნდესლიგაში – რობერტ ლევანდოვსკი და ტიმო ვერნერი.