ეროვნული ლიგის ტრადიციულ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.
სულ გათამაშებაში 5334 მოთამაშე იყო რეგისტრირებული, ეროვნული ლიგის ადმინისტრაციამ კი სეზონის 3 პრიზიორი დააჯილდოვა.
გამარჯვებული არჩილ ტოტოჩავა გახდა, რომელსაც 3000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე მიხეილ ჟორჟოლიანი გავიდა, რომელმაც 2000 ლარი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე რეზო ჭანტურია გავიდა და 1000 ლარით დაჯილდოვდა.
აქვე იყო კიდევ ერთი ნომინაცია – „ჩემი პროგნოზის გამარჯვებული“. ჯილდო კახა სურმანიძის საკუთრება გახდა, რომელმაც „ფლეისთეიშენ 4“ მიიღო.