გამარჯვება კუხიანიძის გოლით - „სამგურალმა“ „ჩელე-არენაზე“ სპარინგი მოიგო #1TVSPORT
ევროპაში მიმდნარე სანაკრებო თამაშების გამო საქართველოს ეროვნულ ლიგებში პაუზაა. გუნდები შესვენებას ხანმოკლე შეკრების, მომზადებისა და შემადგენლობის შესათამაშებლად იყენებენ.
ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი „სამგურალი“ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერს, „შუქურას“ ქობულეთში ესტუმრა და ამხანაგურ შეხვედრა გამართა.
„ჩელე არენაზე“ ჩატარებული სპარინგი „შუქურამ“კარგად დაიწყო და აფხაზავას გოლი დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ „სამგურალის“ მოთამაშე ბურჯანაძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო გავაშელიშვილმა სტუმრები წინ გაიყვანა.
„შუქურამ“ გაიბრძოლა და ანგარიში 2:2 გახადა, მაგრამ საბოლოოდ, საკონტროლო მატჩი წყალტუბოელების გამარჯვებით დასრულდა – 2:3. გამარჯვების გოლი კუხიანიძის ანგარიშზეა.
„შუქურა“ – „სამგურალი“ 2️:3️
გოლები: 1:0 აფხაზავა, 1:1 ბურჯანაძე, 1:2 გავაშელიშვილი, 2:2 ასანიძე, 2:3 კუხიანიძე