გამარჯვება კონკურენტთან - „დინამო თბილისმა“ გორში „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და ლიდერთან შემცირებული სხვაობა – ასე დასრულდა „დინამო თბილისისთვის“ გორის „დილასთან“ ურთულესი მატჩი, რომელიც კახა ცხადაძის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა.
გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. თბილისელებს გამარჯვება 25-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. „დილას“ კარი ლევან ოსიყმაშვილის განვითარებული სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გორელთა ყოფილმა თავდამსხმელმა უსმანე კამარამ გაიტანა და ყოფილ გუნდთან გოლი არ აღნიშნა.
მიუხედავად მეტოქეთა მცდელობებისა, ანგარიში აღარ შეცვლილა და „დინამო თბილისმა“ კონკურენტთან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, კარი მშრალად შეინახა და 25 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა, ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ (28) ჩამორჩენა კი შეამცირა. გორის „დილა“ 22 ქულით დარჩა და მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.
მე-13 ტურის დარჩენილი სამი მატჩი 13 მაისს გაიმართება:
სიონი – სამგურალი
16:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი
ლოკომოტივი – ტორპედო
17:00. ლოკო – საგურამო
თელავი – გაგრა
19:00. კავკასიონი არენა – თელავი