„გალათასარაისთან“, „ლაციოსთან“ და ცსკა-სთან ითამაშებენ - სოხუმის „დინამოს“ აკადემია საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება #1TVSPORT
„გალათასარაისთან“, „ლაციოსთან“ და ცსკა-სთან ითამაშებენ - სოხუმის „დინამოს“ აკადემია საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ სოხუმის „დინამოს“ აკადემიის U16 გუნდი თურქეთში მიემგზავრება და ქალაქ ალანიაში, 25-30 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე (EVIMA FOOTBALL Cup) ითამაშებს.

ტურნირზე სოხუმის „დინამოს“ აკადემიასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სტამბოლის „გალათასარაის“, ბერგამოსატალანტას“, რომის „ლაციოს“, მოსკოვის ცსკა-ს და სხვა ცნობილი საფეხბურთო კლუბების აკადემიები.

„სოხუმის „დინამოს“ აკადემიის ამ ტურნირზე გამოსვლა კიდევ ერთი საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული აქტი იქნება, რომ აფხაზეთი და სოხუმი საქართველოა! წარმატებები ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებს“ – წერია სოხუმის „დინამოს“ განცხადებაში.