შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი გახდა ბოლო ჩოგბურთელი, რომელმაც ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა. მან სეზონის დასკვნითი ჩემპიონატის ბოლო მერვე საგზური მოსკოვში „კრემლის თასის“ ფინალში გასვლით დაისაკუთრა.
უფრო ადრე, სეზონის ბოლო ტურნირში თამაში გაინაღდეს: ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, იაპონელმა ნაომი ოსაკამ, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ, უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ, ჩეხებმა კაროლინა პლიშკოვამ და პეტრა კვიტოვამ.
ტრადიციულად, რვა ჩოგბურთელი წილისყრის შედეგად, ორ ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფში ორ-ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ნახევარფინალში გავა.