გაირკვა ტაისონ ფიურის მომდევნო მეტოქის ვინაობა
გაირკვა ტაისონ ფიურის მომდევნო მეტოქის ვინაობა

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური (27-0-1, 19KO) თავის მომდევნო ორთაბრძოლას ამერიკელი ტომ შვარცის (23-0, 15KO) წინააღმდეგ ჩაატარებს, – იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN).

ბრძოლის ორგანიზატორია პრომოუტერული კომპანია ტოპ რენკი. სავარაუდოდ, ორთაბრძოლა 15 ივნისს, ლას-ვეგასში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა ფიურიმ გასული წლის ბოლოს ჩაატარა WBC-ის ჩემპიონთან დეონტეი უაილდერთან. შეხვედრა ფრედ დასრულდა.