გაირკვა ქუთაისის „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მიმდინარეობს ევროპის ლიგის პლეი ოფის წილისყრა. გაირკვა ევროტურნირებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბის – ქუთაისის „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქე.
თუ საქართველოს ჩემპიონი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის, პლეი ოფში შეხვდება ბულგარეთის „ლუდოგორეცსა“ და ბოსნიის „ჟრინსკის“ შორის გამარჯვებულს.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „კუკეშის“ მატჩები 9 და 16 აგვისტოს გაიმართება.