შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის კენჭისყრა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ფინალში გასასვლელად, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება, ოთხი გუნდი იბრძვის და ერთი და იმავე ქვეყნიდან მხოლოდ თითო გუნდია დარჩენილი. ესენია: ბაიერნი (გერმანია), რეალ მადრიდი (ესპანეთი), რომა (იტალია) და ლივერპული (ინგლისი).
კენჭისყრის ამ ეტაპზე განთესილი და განუთესავი გუნდები არ არსებობდა და ნახევარფინალური წყვილები შემთხვევითი შერჩევით გაირკვა.
კენჭისყრაში მონაწილეობა ცნობილმა უკრაინელებმა, მოკრივე და პოლიტიკოსმა ვიტალი კლიჩკომ და ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ მიიღეს.
საბოლოოდ ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ბაიერნი – რეალ მადრიდი
ლივერპული – რომა