„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა გუნდის სატრანსფერო მიზნებზე 2020 წლისთვის, – იტყობინება გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo).
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე „ბარსელონა“ განიხილავს „ბაიერნის“ ფეხბურთელს, ჯოშუა კიმიხს. მისი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულში იწურება. კიმიხის ალტერნატიული ვარიანტი „ბარსელონასთვის“ არის „ლაიპციგის“ მცველი ლუკას კლოსტერმანი.
ფორვარდის პოზიციაზე კანდიდატებს შორის არიან – „ტოტენჰემის“ ლიდერი ჰარი კეინი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი მარკუს რეშფორდი. „ბარსელონაში“ „ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის მიწვევასაც განიხილავენ.