„გაგრას“ პრეზიდენტი კიევშია - რაკეტები დაფრინავენ ჩვენს თავზე, მაგრამ პანიკა არ არის #1TVSPORT
„გაგრას“ პრეზიდენტი კიევშია - რაკეტები დაფრინავენ ჩვენს თავზე, მაგრამ პანიკა არ არის #1TVSPORT

დღეს საქართველოში საფეხბურთო სეზონი იწყება. თამაშები ორ დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს, შაბათს, ეროვნული ჩემპიონატის მთავარ ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაწინაურებული „გაგრა“ გორში „დილას“ ესტუმრება.

თუმცა გუნდის შეხვედრას ვერ დაესწრება „გაგრას“ პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე, რომელიც ამავე დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ჩიხრაძე ბიზნესმენია და წლებია უკრაინაში საქმიანობს. ის ამჟამად კიევშია და იქ მიმდინარე ამბებზე სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.

„მეგობრებო, სიტუაცია არის ასეთი. ოჯახი და მე ვართ მხნედ. სამოქალაქო ობიექტები არ იბომბება. რაკეტები დაფრინავენ ჩვენს თავზე საკმაოდ ხშირად. უკრაინის ჯარი იბრძვის, მაგრამ კიევის დაცვა უჭირს. ქალაქი თითქმის დაცლილია. პანიკა და მარადიორობა არ არის. პირიქით, ხალხი ეხმარება ერთმანეთს. ვართ მხნედ, რამდენადაც შესაძლებელია. ილოცეთ მშვიდობისთვის, ეს იქნება დიდი დახმარება“, – წერს ბესო ჩიხრაძე.

ბესო ჩიხრაძემ საფეხბურთო კლუბს „გაგრა“ – გუნდს ასე იმიტომ დაარქვა, რომ თავად წარმოშობით გაგრიდან არის და სურდა დაეფიქსირებინა, რომ გაგრა საქართველოს ნაწილია. მისმა გუნდმა ორჯერ მოახერხა საქართველოს თასის დაუფლება და ევროსაგზური მოიპოვა, სადაც მართლაც დააფიქსირა „გაგრგა“ – ქართული კლუბი.