„გაგრას“ ფეხბურთელმა გოლი კლუბის პრეზიდენტს მიუძღვნა - ბესო ჩიხრაძე უკრაინაშია, მინდა მხნეობა და მშვიდობა ვუსურვო #1TVSPORT
„გაგრას“ ფეხბურთელმა გოლი კლუბის პრეზიდენტს მიუძღვნა - ბესო ჩიხრაძე უკრაინაშია, მინდა მხნეობა და მშვიდობა ვუსურვო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, „გაგრამ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა – გაგა კირკიტაძის გუნდმა საქართველოს თასის მფლობელი, „საბურთალო“ შეხვედრის პირველ ნახევარში ლუკა ნოზაძის გატანილი გოლით დაამარცხა.

25 წლის მცველმა, რომელიც „გაგრაში“ 2020 წლიდან თამაშობს, გოლი კლუბის პრეზიდენტს, ბესიკ ჩიხრაძეს მიუძღვნა, რომელიც კიევშია და უკრაინელებს სამშობლოს დაცვაში ეხმარება.

„მოგეხსენებათ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელიც ჩვენი გუნდის პრეზიდენტ, ბატონ ბესო ჩიხრაძეს ეძღვნება. იგი უკრაინაში იმყოფება. გვინდა მხნეობა და მშვიდობა ვუსურვოთ მას, მის ოჯახს და მთლიანად უკრაინას“, – განაცხადა ლუკა ნოზაძემ მატჩის შემდეგ.

„გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ მეორე შეხვედრა ჩაატარა. პირველი გასვლაზე გორის „დილასთან“ 1:2 წააგო, მეორეში კი „საბურთალოს“ 1:0 სძლია.