„გაგრას“ დომინანტობით - ელიგა 2-ში საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელეს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე წრე დასრულდა და ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად გაგა კირკიტაძე დაასახელეს. მისმა გაწვრთნილმა „გაგრამ“ მეორე წრის მსვლელობისას ლიდერი ბოლნისის „სიონი“ შეავიწროვა – კონფერენც ლიგაზე გასული საქართველოს თასის მფლობელი პირველ ადგილზე დაწინაურდა.
მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც „გაგრას“ წარმომადგენელი აღიარეს – ჯილდოს ნახევარმცველი ივანე ხაბელაშვილი მიიღებს. 27 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და ოთხ გოლთან ერთად, ანგარიშზე ოთხი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ გაგა კირკიტაძის გუნდმა მეორე წრეში 9-დან 7 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. საბოლოდ, „გაგრამ“ (42 ქულა) ბოლნისის „სიონს“ (40) გადაასწრო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.