„გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურში „საბურთალოს“ უმასპინძლა და ქულა ბოლო წამზე გადაარჩინა.
სტუმრებმა ანგარიში 7-ე წუთზე გახსნეს. მარჯვენა ფლანგზე განვითარებული სწრაფი შეტევა გიორგი გოჩოლეიშვილმა საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძეს გაუგრძელა, რომელმაც მცველს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით „გაგრას“ კარი აიღო 1:0.
ტაიმის მიწურულს „გაგრას“ მცველმა გიორგი ქობულაძემ (37 წუთი) წონასწორობა აღადგინა. მაგრამ მეორე ტაიმში თბილისელები შოთა ნონიკაშვილმა (48) და გიორგი გულიაშვილმა (58) ორბურთიანი უპირატესობით ისევ დააწიანურეს.
ასე გრძელდებოდა მატჩის ბოლომდე და „საბურთალო“ მორიგი სამი ქულის მოპოვებას უახლოვდებოდა. მაგრამ 87-ე წუთზე „გაგრას“ ახალწვეულმა ნოდარ ლომინაძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე გიორგი ქობულაძის დარტყმა თბილისელთა მეკარემ ცუდად მოიგერია, კარის წინ მყოფმა გიორგი ბუხაიძემ ანგარიში გაათანაბრა და „გაგრას“ უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.
20 ტურის შემდეგ „გაგრამ“ ქულა დააგროვა და ისევ მე-9 ადგილზე დარჩა, ხოლო „საბურთალო“ (30) მე-5 პოზიციაზეა.