ბექა ქურდაძე „გაგრაში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ბექა გასულ სეზონში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ ირიცხებოდა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. მაგრამ 22 წლის მეკარეს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია – სეზონში სულ ორი შეხვედრა ჩაატარა და დეკემბერში კლუბი დატოვა. ქურდაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
„გაგრამ“ კიდევ რამდენიმე მოთამაშე 19-წლამდელთა გუნდიდან დააწინაურა – მცველი ნიკა კოკაია, ნახევარმცველები ლუკა მძევაშვილი, გიორგი ობოლაძე და ლუკა კაკაბაძე, თავდამსხმელი ლუკა ტორონჯაძე.
ორი მათგანი, ნინუა და ტორონჯაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრია და ამჟამად მინსკში საერთაშორისო ტურნირზე თამაშობენ. მინსკში გოლის გატანა ორივე მათგანმა მოახერხა. განსაკუთრებით ეფექტური ნიკა კოკაიას გოლი გახლდათ, რომელმაც მოლდოვას კარი უძლიერესი შორეული დარტყმით აიღო.