„გაგრამ“ მოიგო - „კოლხეთს“ სამი ფეხბურთელი გაუძევეს #1TVSPORT
„გაგრამ“ მოიგო - „კოლხეთს“ სამი ფეხბურთელი გაუძევეს #1TVSPORT

„გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 9 მოთამაშით დარჩენილი მეტოქე 3:1 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრა ფოთელებისთის თავიდანვე ცუდად დაიწყო. სტუმრებს მე-16 წუთზე მაჰამატ თიამი კარის წინ ხელით თამაშისთვის გაუძევეს და კაცნაკლულები დარჩნენ. „გაგრამ“ ამით ისარგებლა და პირველ ნახევარში „კოლხეთის“ კარი ორჯერ აიღო. ანგარიში გიორგი ლომთაძემ (19) გახსნა, მასპინძელთა უპირატესობა კი გიორგი ხარებაშვილმა (28) გაზარდა.

„კოლხეთი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა და 70-ე წუთზე კირილ კლიმოვის დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო წუთებზე „კოლხეთს“ კიდევ ორი მოთამაშე გაუძევეს – 90+4-ე წუთზე გიორგი მელქაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 90+7-ზე გიორგი ახალაძემ წითელი ბარათი „მაკრატელას“ უიღბლო შესრულებისთვის. „გაგრამ“ 90+14-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ლევან გეგეჭკორის პენალტით დააფიქსირა.