„გაგრამ“ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო შეხვედრაში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
„გაგრა“ – „შუქურა“ 1:0
გოლები: მარკონდელე (15. შონიას პასით), 2:0 შონია (66 -პენალტი)
თბილისში, „ილია კოკაია – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. „გაგრას“ სწრაფი შეტევა თეიმურაზ შონიამ მათეუს მარკონდელეს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და „შუქურას“ კარი აიღო.
მეორე ტაიმში ქობულეთელები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. მეკარესთან პირისპირ გასული თემურ შონია „შუქურას“ მცველმა, ლევან ქურდაძემ წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი კი თავად შონიამ უნაკლოდ შეასრულა.
„გაგრამ“ ამ გამარჯვებით რვა ქულა დააგროვა და პირველი წრე მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ხოლო „შუქურა“ (6) მერვე პოზიციაზე დაქვეითდა.