„გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - უკრაინელი მეკარე პლეი-ოფის გმირი გახდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე საგზურის მფლობელი „გაგრა“ გახდა, რომელმაც პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში „სპაერი“ დაამარცხა.
პირველი მატჩი „გაგრამ“ 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩი თბილისში, „სპაერის“ სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა და ეს შედეგზეც აისახა. პირველ ტაიმში ანგარიში 35-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა გახსნა. საგოლე გადაცემა ლიგა 2-ის ბომბარდირმა, ლევან პაპავამ შეასრულა, რომელმაც 48-ე წუთზე „გაგრას“ მეორე გოლი თავად პენალტით გაუტანა და საერთო ანგარიში გაათანაბრა.
ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. ვიდოერეფერიზე გადამოწმების შემდეგ, 95-ე წუთზე ნოდარ ლომინაძის საჯარიმოში წაქცევისთვის „სპაერის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თამაზ მაქაცარიამ გოლად გარდასახა. მაგრამ 3 წუთში ფლანგური გადაცემა ლევან პაპავამ დააგვირგვინა და დუბლით „სპაერი“ ისევ ორბურთიანი სხვაობით 3:1 დააწინაურა.
საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ „გაგრამ“ შეასრულა (5:4) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. სერიის გმირი „გაგრას“ უკრაინელი მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი გახდა, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია. „სპაერს“ კი, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და თამაში რანგით მეხუთე ლიგიდან დაიწყო, ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის ბრძოლა შემდეგ სეზონშიც მოუწევს.
ეროვნული ლიგის მეორე საგზურის მფლობელი „სამტრედია“ გახდა, რომელმაც ბოლნისის „სიონს“ პლეი ოფის ორივე მატჩი მოუგო (1:0, 2;0) და ეროვნულ ლიგას ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ხოლო ბოლნისური „სიონი“ და „სპაერი“ მომავალ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებენ.