ოთარ ფარულავა „დილას” ფეხბურთელი გახდა, – 21 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას გორის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ფარულავა „დილას“ საფეხბურთო კლუბ „გაგრადან“ შეუერთდა. ის ერთ-ერთია იმ 7 მოთამაშიდან, ვინც გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში ყველა (36) მატჩი ჩაატარა და ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდაა.
ფარულავამ გასულ ჩემპიონატში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ეს სტატისტიკა სრულად ვერ ასახავს ახალგაზრდა მოთამაშის სარგებლიანობას – ის გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. შემთხვევითი არაა, რომ ფარულავა რამაზ სვანაძემ ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია.
ოთარი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ „საბურთალოში“ გადავიდა, 2021 წელს კი „გაგრაში“ მიიწვიეს, სადაც გამოცდილებაც მიიღო და ორი სეზონის შემდეგ რამდენიმე კლუბი დააინტერესა – მათ შორის ყველაზე რეალური „დილას“ წინადადება აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილამ“ ახალი წლების შემდეგ ასევე დაიმატა შემტევი ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძე და ცენტრალური მცველი ზურაბ თევზაძე.